ISW: ზაპოროჟიეს ოლქში უკრანელმა ძალებმა რუსების მძლავრი თავდაცვითი ბარიერები გაარღვიეს
05/09/2023 15:06:51 მსოფლიო
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში უკრანელმა ძალებმა რუსების მძლავრი თავდაცვითი ბარიერები გაარღვიეს.
„უკრაინის მსუბუქმა ქვეითმა ჯარმა ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების, "დრაკონის კბილების" გადაღმა წინ წაიწია, რაც რუსეთის თავდაცვით ზოლს შეადგენს" ოლქის დასავლეთ ნაწილში", აცხადებს ISW.
ბოლო პერიოდში გაისმა კრიტიკა, რომ უკრაინელები კონტრიერიშს არასაკმარისად სწრაფად აწარმოებენ. მოგვიანებით, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ კრიტიკა „არ იყო სასარგებლო“ და რომ შეერთებული შტატები ხედავს „შესამჩნევ წარმატებას“, რომელსაც უკრაინის ჯარები უკანასკნელ პერიოდში აღწევენ.
2 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა:
"მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ.სულ ერთია, რას ამბობენ, ჩვენ წინ მივიწევთ და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ".


