ერდოღანი პუტინთან შეხვედრის შემდეგ: "იმედისმომცემი პერსპექტივები მშვიდობისთვის ჯერ–ჯერობით არ ჩანს"
05/09/2023 14:10:58 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სოჭში გუშინ გამართული შეხვედრისას მშვიდობის დამყარების რაიმე რეალური შესაძლებლობები ვერ დაინახა. ამის შესახებ მან Milliyet-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"იმედისმომცემი პერსპექტივები მშვიდობისთვის ჯერ–ჯერობით არ ჩანს. ჩვენ თურქეთის სახელით დღეს, როგორც ადრეც, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებული ისევე, როგორც მშვიდობაში არ არსებობს დამარცხებული და რომ ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, თუ ამას მხარეები მოისურვებენ", – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთელი ჯარი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ კიევი უნდა დაეთანხმოს თავისი ტერიტორიების ანექსიას.


