Accentnews.ge
სემეკი მოქალაქეებს ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

სემეკი მოქალაქეებს ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

05/09/2023 11:12:47 საზოგადოება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა ინტერნეტ თაღლითებისგან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან წყლის კომპანიების სახელით მიიღონ სმს-შეტყობინებები "მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ".

მარეგულირებლის ცნობით, მსგავსი შეთავაზება შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.

"კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა" - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარეგულირებლის ცნობით, ინტერნეტთაღლითობასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S