Accentnews.ge
გერმანიის თავდაცვა: საწარმოო ხაზის მშენებლობა ამბიციურ ვადებში დასრულდა, რამაც უკრაინისთვის ჭურვების ხუთნიშნა ოდენობის პირველი მიწოდების საშუალება მოგვცა

გერმანიის თავდაცვა: საწარმოო ხაზის მშენებლობა ამბიციურ ვადებში დასრულდა, რამაც უკრაინისთვის ჭურვების ხუთნიშნა ოდენობის პირველი მიწოდების საშუალება მოგვცა

05/09/2023 10:59:59 მსოფლიო

გერმანიამ უკრაინას Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საბრძოლო მასალა აღდგენილ საწარმოო ხაზზე დამზადდა.

როგორც გერმანიის თავდაცის სამინისტროში აღნიშნავენ, საბრძოლო მასალის დასამზადებლად საწარმოო ხაზის მშენებლობა "ამბიციურ ვადებში დასრულდა, რაც უკრაინაში ჭურვების ხუთნიშნა ოდენობის პირველი მიწოდების საშუალება მისცა".

„ომი უკრაინაში თითქმის ყოველდღიურად გვახსენებს, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე და საბრძოლო მასალის საკმარის ოდენობაზეა დამოკიდებული. Gepard-სთვის საბრძოლო მასალის წარმოების აღდგენით, ჩვენ ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე ვამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და დასძინა, „ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმ დარგებში, რომლებიც ჩვენი ძლიერი მხარეებია: არტილერია, საბრძოლო მასალა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S