ლატვია მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს
05/09/2023 08:03:23 მსოფლიო
ოქტომბრამდე ლატვიის ტერიტორიაზე, ქვეყნის ეროვნული შეიარაღებული ძალების ორგანიზებით, კომპლექსური სამხედრო წვრთნები - Namejs 2023 ჩატარდება.
როგორც იუწყებიან, წვრთნებში აშშ-დან, დანიიდან, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, ასევე ლატვიაში არსებული ნატოს საბრძოლო ჯგუფის, ლატვიაში ნატოს ძალების საინტეგრაციო ქვედანაყოფის სამხედროები და ლატვიაში კანადის შეიარაღებული ძალების მეთაურობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
წვრთნების მხარდაჭერას რეაგირების გაერთიანებული ძალები უზრუნველყოფენ.
იტყობინაბიან, წელს პირველად წვრთნების ორგანიზება ნატოს დივიზიასთან - „ჩრდილოეთთან“ ერთად მოხდება.
წვრთნებში დაახლოებით 8500 სამხედრო იქნება ჩართული.


