Accentnews.ge
ბულგარეთში ხელისუფლებამ "ლუკოილის" ნავთობტერმინალის ნაციონალიზაცია მოახდინა

ბულგარეთში ხელისუფლებამ "ლუკოილის" ნავთობტერმინალის ნაციონალიზაცია მოახდინა

05/09/2023 07:12:03 მსოფლიო

ბულგარეთის ხელისუფლებამ როზენეცის ნავთობტერმინალი სახელმწიფო კონტროლს გადასცა. ადრე ის რუსულ კომპანია "ლუკოილს" ეკუთვნოდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში აცნობა "ლუკოილს" ტერმინალის ექსპლუატაციის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ.

ბულგარეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გეორგი გვოზდეიკოვმა განაცხადა, რომ მთავრობა კომპენსაციას არ გადაუხდის "ლუკოილს", რადგან ხელშეკრულება საგანგებო ვითარების გამო შეწყდა.

"ამიერიდან "ლუკოილს" შეუძლია, იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის სხვაგან, მაგრამ არა ბულგარეთში. ჩვენ ვიცავთ კანონს და ევროპულ რეგულაციებს“, - განაცხადა მინისტრმა.

"ლუკოილმა" 2011 წელს მოაწერა ხელი ხელშეკრულებას როზენეცის ტერმინალის მართვის თაობაზე. კონტრაქტის ვადა 35 წელია. ამ ზაფხულს ბულგარეთის პარლამენტმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს ხელშეკრულება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ემბარგო დააწესა 2022 წლის მაისში, ამ დროისთვის ბულგარეთი რჩება ერთადერთ ქვეყანად ევროკავშირში, რომელმაც მიიღო ექსკლუზიური ნებართვა რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S