Accentnews.ge
მედია: "უკრაინელი დივერსანტების" ჯგუფმა ბრიანსკის რეგიონში რეიდი ჩაატარა

მედია: "უკრაინელი დივერსანტების" ჯგუფმა ბრიანსკის რეგიონში რეიდი ჩაატარა

05/09/2023 06:50:45 მსოფლიო

ბრიანკის გუბერნატორის მტკიცებით, რუსმა მესაზღვრეებმა „უკრაინელი დივერსანტების“ თავდასხმა მოიგერიეს. "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ორი მესაზღვრე დაიღუპა,– წერს გამოცემა "მედუზა".

მანამდე "ბაზა" წერდა, რომ 4 სექტემბერს, დილით სოფელ პოდივოტთან მოხდა ბრიანსკის რეგიონში შეჭრის მცდელობა, რომელშიც 15-დან 30-მდე "უკრაინელი დივერსანტი" მონაწილეობდა. "ბაზას" წყაროების ცნობით, ФСБ–ს ერთი მესაზღვრე დაიღუპა და კიდევ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი დაიჭრა.

ბრიანსკის რეგიონში ჩატარებულ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა აიღო "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" (RDK), რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის.

31 აგვისტოს ФСБ–ს –მ და ბრიანსკის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადეს რეგიონში "უკრაინელი დივერსანტების ჯგუფის" მხრიდან გარღვევის მცდელობის შესახებ. სპესამსახურები ირწმუნებოდნენ, რომ ორი „ბოევიკი“ მოკლეს და კიდევ ხუთი დააკავეს.

"რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" და ლეგიონმა "რუსეთის თავისუფლებამ", რომელიც ასევე იბრძვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, მანამდე რამდენიმე რეიდი მოაწყვეს ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებში. 31 აგვისტოს კორპუსმა განაცხადა, რომ დრონებით თავს დაესხა სამხედრო აეროდრომს კურსკის რეგიონში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S