Accentnews.ge
გრძელდება შეტევა, განადგურდა მტრის 11 საარტილერიო იარაღი, დაიბომბა ოკუპანტების თავმოყრის რაიონები – უკრაინის სარდლობა გასულ დღეს აჯამებს

გრძელდება შეტევა, განადგურდა მტრის 11 საარტილერიო იარაღი, დაიბომბა ოკუპანტების თავმოყრის რაიონები – უკრაინის სარდლობა გასულ დღეს აჯამებს

05/09/2023 06:22:38 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და დაკავებულ ტერიტორიებზე მაგრდებიან, - აჯამებს გასულ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის სარდლობა აღნიშნავს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების უგულებელყოფას, ახორციელებენ დარტყმებს და ბომბავენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს: გასული დღის განმავლობაში 6 სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 60-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ გასული დღის განმავლობაში რუსებსა და უკრაინელებს შორის 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ძალებმა სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბა. კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის ბუდაროკის რაიონში საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 15-ზე მეტი დასახლება არტილერიით დაბომბეს. ლიმანის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკასა და ბელოგორივკას რაიონებში.

გარდა ბახმუტის სამხრეთ მიმართულებისა, გენშტაბის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.

სარდლობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში 11 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს, ორი - მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემას, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საცეცხლე პოზიციებზე მოწინააღმდეგის 11 საარტილერიო იარაღი და 4 სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S