ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა, ვერ დაესწროს
05/09/2023 06:08:54 მსოფლიო
აშშ-ის პირველ ლედის ჯილ ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა.
მედიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში უნდა გაემგზავროს.
თეთრ სახლს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ ვერა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.


