Accentnews.ge
მედია: კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინს რუსეთში შეხვდება

მედია: კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინს რუსეთში შეხვდება

05/09/2023 06:04:43 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები – კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი ვლადივოსტოკში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ.

CBS-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი რუსეთში სექტემბერში გაემგზავრება და ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის, უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, იარაღის მიწოდების და სამხედრო თანამშრომლობის სხვა საკითხებს.

ამასთან, როგორც იუწყებიან, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი, რომელიც იშვიათად ტოვებს ქვეყანას, სავარაუდოდ, ფხენიანიდან ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ვლადივოსტოკში 10-13 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმია დაგეგმილი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინიც დაესწრებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S