Accentnews.ge
მოსკოვის აეროპორტები კვლავ პარალიზებულია

მოსკოვის აეროპორტები კვლავ პარალიზებულია

05/09/2023 05:59:31 მსოფლიო

მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში, დღეს დილით, დაახლოებით 40 რეისი გადაიდო, ორი კი -​​ გაუქმდა, - იუწყება რუსული მედია.

მედიის ცნობით, დღეს, მოსკოვის დროით 5:25 საათისთვის "ვნუკოვოს" აეროპორტში 24 ავიარეისი გადაიდო, კიდევ ორი ​​კი - გაუქმდა."დომოდედოვოში" 2 ავიარეისი გადაიდო, "შერემეტევოში" კი - 14.

მანამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ და დღეს დილით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმები აღკვეთეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვის აეროპორტებიდან რეისების გაუქმება მოუწიათ დრონების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S