ზელენსკიმ დონეცკის რეგიონში სამხედროები მოინახულა
04/09/2023 20:05:13 მსოფლიო
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დონეცკის" ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფებაში შემავალი 8 საბრძოლო ბრიგადა მოინახულა.
"ჩვენ ვსტუმრობთ საბრძოლო ბრიგადებს, რომლებიც იცავენ უკრაინას "დონეცკის" ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფების შემადგენლობაში. მნიშვნელოვანი ანგარიშები, პრობლემური საკითხები, მარაგი, რომელიც უნდა გაიზარდოს, დამხმარე მართვის სისტემის შექმნა ბრიგადების მხარდასაჭერად, გაზრდის ჩვენი ჯარისკაცების მოტივაციას“,– თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ზელენსკიმ სამხედროებს ჯილდოებიც გადასცა. უკრაინის გმირის წოდებით დაჯილდოვდა 36-ე ბრიგადის მეთაური ვიქტორ სიკოზა.


