რუსეთი წელს სტრატეგიულ წვრთნებზე "ზაპად 2023"–ზე უარის თქმა მოუწია
04/09/2023 19:49:58 მსოფლიო
რუსეთი 2023 წელს არ ჩაატარებს სამხედრო წვრთნებს სახელწოდებით "ზაპად" (დასავლეთი). ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„არა, წელს ჩვენ „სწავლება" უკრაინაში გვაქვს“, - თქვა შოიგუმ სოჭში, სადაც ის მოვიდა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებებზე.
ხსენებული წვრთნები მიმდინარე თვეში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ის მაღალი ალბათობით არ გაიმართებოდა.
„რუსეთმა ალბათ გააუქმა "ზაპად 2023", რადგან მას სახეზე ძალიან ცოტა ჯარისკაცი და აღჭურვილობა ჰყავს“, - თქვა ბრიტანულმა მხარემ.
გასული წლის 22 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი გერასიმოვმა გამოაცხადა "ზაპად 2023"–ის წვრთნების შესახებ. 2021 წლიდან რუსეთი ამ სტრატეგიულ წვრთნებს დასავლეთ ნაწილში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მაინც ატარებს. თუმცა, წელს მასზე უარის თქმა მოუწია.


