Accentnews.ge
შვედეთში აქციაზე ყურანი კიდევ ერთხელ დაწვეს

შვედეთში აქციაზე ყურანი კიდევ ერთხელ დაწვეს

04/09/2023 19:38:59 მსოფლიო

შვედეთის ქალაქ მალმოში ერაყელი წარმოშობის მიგრანტმა სალვან მომიკამ ყურანი კიდევ ერთხელ დაწვა.

ადგილზე 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ერთი პირი პოლიციის კორდონის გარღვევას და პროტესტანტებთან მისვლას ცდილობდა, მაგრამ ის დააკავეს.ჯამში დაკავებულია ათამდე ადამიანი.

დაძაბული ვითარების გამო აქცია დროზე ადრე დასრულდა. თავად სალვან მომიკამ ტერიტორია სამართალდამცავების თანხლებით დატოვა.

საპროტესტო აქციებზე ყურანის საჯარო დაწვის გამო, რაც უკვე რამდენჯერმე მოხდა, შვედეთსა და მუსლიმურ ქვეყნებს შორის დაძაბულობაა. ქვეყანამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. გაძლიერდა სასაზღვრო კონტროლი და შიდა შემოწმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S