რაზე მეტყველებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ბაირაქტარების" ბრძოლის ველზე დაბრუნება

04-09-2023 20:35:40 ეს საინტერესოა

თურქულმა Bayraktar TB-2–ის დრონებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ომის დასაწყისში რუსული აგრესიის მოგერიებაში, რაც საშუალებას აძლევდა უკრაინულ ქვედანაყოფებს, შეეჩერებინათ მტრის ჯავშანტექნიკა. თუმცა, მოგვიანებიტ თურქული წარმოების უპულოტო საფრენი აპარატები პრაქტიკულად გაქრნენ მხედველობის არედან – მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები თავდაცვის ხაზებზე გამაგრდნენ, შექმნილი პირობები არახელსაყრელი აღმოჩნდა მათი გამოყენებისთვის. დიდხნიანი შესვენების შემდეგ Bayraktar–ები კვლავ გამოჩნდნენ ბრძოლის ველზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ უკრაინის არმიის მცდელობებმა, სისტემატურად გაანადგუროს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, მიწოდების და მხარდაჭერის მარშრუტები, საბრძოლო მასალის საწყობები, სამთვიანი კონტრშეტევის დროს შედეგი გამოიღო, – წერს Forbes.

კვირას გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ TB-2-ები აკვირდებიან რუსულ საპატრულო კატერს შავი ზღვის სანაპიროზე და შემდეგ ანადგურებენ მას.

ის ფაქტი, რომ Bayraktar–ები კვლავ გამოჩნდნენ ფრონტის ხაზზე, ორ რამეზე მეტყველებს, ამბობს Forbes-ის კორესპონდენტი, რომელიც სპეციალიზირებულია სამხედრო ტექნიკის მიმართულებით:

  • კიევმა შეძლო TB-2-ების ფლოტის აღდგენა, რომელიც თავდაპირველად დაახლოებით 70 დრონისგან შედგებოდა, მაგრამ მძიმე დარტმა მიიღო რუსული საჰაერო თავდაცვისგან;
  • რუსეთის საჰაერო თავდაცვის ეფექტურობა ფრონტის სამხრეთ სექტორებში მკვეთრად დაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად.

შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში დრონები გამოიყენეს საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანადგურებლად, რომლებიც ფარავდნენ კიევისა და სხვა დიდი ქალაქებისკენ მიმავალი ტანკებისა და სხვა აღჭურვილობის კოლონებს. ომის პირველ თვეში გაანადგურეს რა უკრაილენებმა მინიმუმ ათეული "ბუკი", "თორი" და "პანცირი", „დაიწყეს TB-2-ის გამოყენება ორი სხვა მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად - დაზვერვა და საჰაერო მხარდაჭერა“, გაანადგურეს კიევის მახლობლად ჯავშანტექნიკა, დაბომბეს რუსული ქვედანაყოფები, რომლებმაც დაიკავეს ხერსონის აეროპორტი და ალყა შემოარტყეს ნიკოლაევს, – დაწერა რუსეთის შეიარაღებული ძალების ექსპერტმა ტომ კუპერმა.

Oryx-მა, რომელიც ითვლის ორივე მხარის დადასტურებულ დანაკარგებს, დააფიქსირა TB-2-ების მიერ 99 ერთეული რუსული ტექნიკის განადგურება, მათ შორის 15 მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემის, 10 ვერტმფრენის, შვიდი გემის და ა.შ.

კონფლიქტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ჩამოაგდეს სულ მცირე ათეული უკრაინული TB-2, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში თურქეთიდან 35 ახალი იქნა შეძენილი. თუმცა, ფრონტის ხაზი დასტაბილურდა, 2022 წლის ბოლოდან რუსული ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრდნენ, ჩამოაყალიბეს საჰაერო თავდაცვა და ჩამოაგდეს მრავალი TB-2, – თქვა სამუელ ბენდეტმა, CNA-ს ანალიტიკოსმა. Oryx იუწყება 24 უკრაინელი Bayraktar–ის განადგურების შესახებ. და უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა დაიწყო მათი გამოყენება მხოლოდ სადაზვერვო მიზნებისთვის, ხოლო საბრძოლო მიზნებისთვის ფართოდ გამოიყენეს ასაფეთქებელი ნივთიერებების მატარებელი მცირე დრონები, რომელთა წარმოებაც დაიწყეს როგორც თავდაცვის საწარმოებმა, ისე მრავალმა კუსტარულმა საწარმომ.

მხოლოდ სექტემბერში განახლდა დარტყმები TB-2-ის დახმარებით, – აღნიშნავს Forbes. წინა თვეებში უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებდა მაღალი სიზუსტის მართვად ტექნიკას და საბრძოლო მასალას, რათა შეარყიოს რუსეთის თავდაცვის ეფექტურობა სამხრეთ ფრონტზე. Bayraktar–ის აქტიურ საომარ მოქმედებებში დაბრუნება იმაზე მეტყველებს, რომ ეს ამოცანა მრავალი თვალსაზრისით წარმატებით გადაიჭრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები