პუტინი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ძველ პოზიციას იმეორებს, თუმცა თურქეთის ლიდერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
04/09/2023 14:53:24 მსოფლიო
4 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებას, რომელიც ივლისში დატოვა, როცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება დაცული იქნება.
პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერდოანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მისი რწმენით, მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით შეთანხმება "მალე" შედგება.
ამასთან, პუტინმა თქვა, რომ არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების წინააღმდეგი, ისმის ინიციატივები ჩინეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან, მაგრამ სულრვილის არქონაში უკრაინას ადანაშაულებს.
მისი თქმით, ტექსტი თურქეთის შუამავლობით შეთანხმდა, მაგრამ ის "ნაგავსაყრელზე უკრაინამ მოისროლა და აღარ დაბრუნებია".
ამასთან, პუტინმა უკრაინის კონტრშეტევას, ჩავარდნა უწოდა. თუმცა განსხვავებული ცნობებია ფრონტის ხაზიდან: ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.


