Accentnews.ge
მედიკოსებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს: მინისტრის დადგენილების გაუქმების საქმეში შესაძლოა, სასამართლო ჩაერთოს

მედიკოსებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს: მინისტრის დადგენილების გაუქმების საქმეში შესაძლოა, სასამართლო ჩაერთოს

03/12/2019 16:57:19 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

მედიკოსები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში კატასტროფას პროგნოზირებენ. მათი შეფასებით, ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის № 520 დადგენილება, რომლის საფუძველზეც  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი დადგინდა,  ჯანდაცვის სექტორს ანგრევს და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.


უკვე შექმნილ და მოსალოდნელ პრობლემებზე ჯანდაცვის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ექიმებმა დღეს ინგა გრიგოლიას ტელეგადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრეს.  

ექიმების განცხადებით, ამ რეფორმის განხორციელების შედეგად "საქართველო გუბერნიად გადაიქცევა და აღარ ვიქნებით დამოუკიდებელი სამედიცინო ერთეული":



როგორც მედიკოსები აცხადებენ, სამინისტროში დადგენილება ისე მიიღეს, კონსულტაციები არათუ დარგის სპეციალისტებთან, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთანაც კი არ გაუვლიათ. 

მათივე ინფორმაციით, დადგენილების ამოქმედების შემდეგ უკვე ორი კვირაა, რიგი კლინიკები იძულებულები არიან, გეგმიური ოპერაციები გადადონ და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებს მოემსახურონ: 


მედიკოსების განმარტებით, ოპერაციების თვითღირებულებასა და სამინისტროს მიერ დადგენილ ტარიფებს შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ რჩება ორი გამოსავალი: ან პაციენტმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა უნდა დატოვოს და ოპერაციის ხარჯები თავად დაფაროს, ან კლინიკა უხარისხო სახარჯო მასალების გამოყენებას დასთნხმეს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი გრძელვადიან პერსპექტივაში სამედიცინო დაწესებულებას დახურვა მოუწევს.

ექიმები შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს დიალოგში ხედავენ და ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც დღეს გადაცემაში მონაწილეობა არ ისურვა,  დარგის სპეციალისტებთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკოსები აპირებენ, სახელმწიფოს 520–ე დადგენილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში უჩივლონ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S