Accentnews.ge
აზოვის ზღვაში რუსული "ალიგატორი" ჩავარდა

აზოვის ზღვაში რუსული "ალიგატორი" ჩავარდა

04/09/2023 13:55:09 მსოფლიო

რუსული სადაზვერვო–დამრტყმელი კა-52 "ალიგატორი" აზოვის ზღვაში ჩავარდა,– იუწყება "ბაზა" რუსეთის სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ ინციდენტი 1 სექტემბერს სანაპიროდან ერთნახევარ კილომეტრში მოხდა. წინასწარი ვერსიით, მიზეზი რთული კლიმატური პირობები გახდა - ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი იყო. ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა და მათი ევაკუაცია განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 1 სექტემბერს Z-bloggers-მა დაწერა ინციდენტის შესახებ და აღნიშნა, რომ ორმა მფრინავმა თავს კატაპულტირებით უშველა.

ამჟამად რუსეთის არმია აქტიურად იყენებს კა-52-ებს ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც უკრაინულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაარღვიეს რუსების თავდაცვის პირველი ხაზი.

ORYX-ის შეფასებით, ომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სულ მცირე 43 ასეთი ვერტმფრენი.

კა-52 "ალიგატორი" განკუთვნილია ტანკების, ჯავშანტექნიკის, ცოცხალი ძალისა და საჰაერო სამიზნეების განადგურებისთვის. 2021 წლისთვის მისი ღირებულება დაახლოებით 1,1 მილიარდი რუბლი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S