Accentnews.ge
რუმინეთი უარყოფს მის ტერიტორიაზე რუსული დრონების აფეთქებას

რუმინეთი უარყოფს მის ტერიტორიაზე რუსული დრონების აფეთქებას

04/09/2023 09:30:10 მსოფლიო

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონების აფეთქების შესახებ.

სააგენტო Reuters-ს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ უარყოფენ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს, მდინარე დუნაიზე უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევისას რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.

4 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ იზმაილის პორტის რაიონში მასირებული შეტევის დროს, რუსული „შაჰედები“ უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.

ნიკოლენკოს განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსული ტერორი“ უდიდესი საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მეზობელი, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვისაც და პარტნიორებს მოუწოდებენ, დააჩქარონ უკრაინისთვის დამატებითი, თანამედროვე თავდაცვითი სისტემების მიწოდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S