
კახეთში სეტყვით დაზიანებულ ყურძენს სახელწმიფო შეისყიდის
03/09/2023 07:30:11 საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ მევენახეებს სთავაზობს მათგან სეტყვით დაზიანებული ყურძნის შეძენას.
"სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაიხადოს. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება." - ნათქვამია სააგენტოს პრეს-რელიზსში.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
გარდა ვენახებისა და ბაღ-ბოსტნებისა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთში დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები, შენობების სახურავები, წააქცია ხეები.