Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ

მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ

02/09/2023 14:11:03 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც, მისი თქმით, „კონსტიტუციას არღვევს“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან ხვეწნას არ აპირებენ.

„როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტს ოპოზიცია გადაეფარა“, - თქვა მან.

მისი თქმით, მმართველ პარტიაში იციან, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ოპონენტების რეაქციები ცნობილია.

„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა - ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა - „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას - „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ“. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას“,- განაცხადა მდინარაძემ.

თუმცა მან ისიც განაცხადა, რომ ორშაბათს გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც „50-ზე მეტი ხელმოწერა ექნებათ“:

„სამწუხაროა, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი. "ქართული ოცნებისთვის" პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეპუტაციულად დაზიანებულია“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილსა და „ნაცკლასტერს დავალების საერთო მიმცემები ჰყავთ“.

ცნობისთვის: 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იხილეთ ასევე: რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად .

კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S