უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მილიარდერი იგორ კოლომოისკი თაღლითობაში დაადანაშაულა
02/09/2023 10:09:19 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.
საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209-ე მუხლებზე: თაღლითობა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია (გათეთრება).
გამომძიებლების თქმით, 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ ნახევარ მილიარდზე მეტი გრივნა „გაათეთრა“ მათი საზღვარგარეთ გადარიცხვით, მისი კონტროლის ქვეშ მყოფი საბანკო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განმარტა, რომ საუბარია, კერძოდ, 570 მილიონ გრივნაზე მეტ თანხაზე.
თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს.
იგორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი.
2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფებიან.


