Accentnews.ge
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ინციდენტი მოხდა

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ინციდენტი მოხდა

03/12/2019 13:10:05 სხვა, სამართალი

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ინციდენტი მოხდა. როგორც "ლეიბორისტული პარტიის"  უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი თეიმურაზ წიკლაური ჰყვება, მათთვის უცნობი პირი პარტიის შენობაში მივიდა, იქცეოდა აგრესიულად  და ჰქონდა თავდასხმის მცდელობაც. ინციდენტი დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.   

მისივე თქმით, მოქალაქე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

"აშკარად შემოგზავნილი იყო. აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს, თუ რატომ უნდა ვიყოთ პოლიტიკაში ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილი და რატომ ვხვდებით ჩვენს ოფისში დანარჩენი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გვაგინა, ხელით შეგვეხო. ბატონი გიორგი გუგავა იმყოფებოდა ოფისში. სთხოვა, დაეტოვებნა შენობა, თუმცა ყველა მითითებაზე აგრესიული ხდებოდა",- აცხადებს წიკლაური.

მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მოქალაქემ შენობა დატოვა, პარტიაში კი საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

"შეგვპირდნენ პირის იდენტიფიცირებას და დაკავებას. ვფიქრობთ, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, რადგან "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო პირების შემოგზავნა",- დასძინა წიკლაურმა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S