ზელენსკი სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
01/09/2023 19:24:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ში ალბანეთის წარმომადგენელმა ფერიტ ხოჯამ გაავრცელა.
ალბანეთი სექტემბერში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იქნება.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩასვლას, სადაც იგი პირადად წარადგენდა უკრაინის „მშვიდობის ფორმულას" და ასევე, ნიუ–იორკში ვიზიტის დროს ბევრ ორმხრივ შეხვედრასაც გამართავდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 78-ე სესია 19 - 25 სექტემბერს ნიუ–იორკში გაიმართება. უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა 20 სექტემბერსაა დაგეგმილი.


