Accentnews.ge
ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს, ვარშავა მინსკის ბრალდებას "პროვოკაციად" აფასებს

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს, ვარშავა მინსკის ბრალდებას "პროვოკაციად" აფასებს

01/09/2023 19:16:03 მსოფლიო

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს, ვარშავა მინსკის ბრალდებას "პროვოკაციად" აფასებს.

"პოლონურმა სამხედრო ვერტმფრენმა Mi-24–მა ბელარუსში, ბერესტოვიცკის რაიონში გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე, გაფრინდა 1,2 კმ სიღრმეზე ბელარუსის ტერიტორიაზე და შემდეგ დაბრუნდა პოლონეთში“, - განაცხადეს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტში.

ვარშავაში საზღვრის დარღვევის ბრალდება უარყვეს.

„ეს არის ტყუილი და პროვოკაცია ბელარუსის მხრიდან. ნამდვილად არ ყოფილა ასეთი დარღვევა“, - განუცხადა გამოცემა AFP-ს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა იაცეკ გორიშევსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S