Accentnews.ge
უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

01/09/2023 16:41:07 მსოფლიო

უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა. 2-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. მათ შორის არიან მშობლის მზრუნველობასმოკლებული ექვსი ბავშვი, ხუთს კი ოჯახი ჰყავს.

"კიდევ 11 ბავშვი შეძლებს უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას. მათ მოახერხეს სახლში დაბრუნება ოკუპანტების მიერ უკანონო დეპორტაციის შემდეგ", – ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბავშვების დაბრუნებაზე ერთობლივად იმუშავა უკრაინის ომბუდსმენმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ და ორგანიზაციამ "Save Ukraine".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S