Accentnews.ge
ნობელის კომიტეტს საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევის გამო მწვავედ აკრიტიკებენ

ნობელის კომიტეტს საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევის გამო მწვავედ აკრიტიკებენ

01/09/2023 16:18:01 მსოფლიო

ნობელის კომიტეტს საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევის გამო მწვავედ აკრიტიკებენ. შვედეთის ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა მიწვევა გააუქმა , მთავრობის წარმომადგენლები კი ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმის საკითხს განიხილავენ.

"არ ვაპირებ ბანკეტზე ჯდომას და რუსეთის ელჩის სადღეგრძელოს დალევას, სანამ უკრაინაში გრძელდება პუტინის სისხლიანი აგრესიული ომი“, – განაცადა ლიბერალური პარტიის თავმჯდომარემ იოჰან გეორგ პერსონმა.

ცენტრის პარტიის ლიდერმა მუჰარემ დემიროკმა თქვა, რომ არ დაესწრება ნობელის ცერემონიას, თუ იქ რუსეთის ელჩი იქნება.

შვედეთის მემარცხენე პარტიის ლიდერმა ნუში დადგოსტარმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, „სანამ უკრაინას ბომბები ეცემა“.

პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის თქმით, ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის მიწვევამ გული დასწყვიტა ბევრ ადამიანს როგორც შვედეთში, ისე უკრაინაში.

შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ნობელის ფონდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ჯერ–ჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ ამ საკითხზე.

საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრიომს მიაჩნია, რომ ნობელის ფონდის გადაწყვეტილება „სხვებისგან განსხვავდება“. „სწორედ ნობელის ფონდი იწვევს და წყვეტს, ვინ შეიძლება, დაესწროს წვეულებას. "მე მიწვევა ჯერ არ მიმიღია", განუცხადა მან ჟურნალისტებს.

გუშინ ნობელის ფონდმა გამოაცხადა, რომ დაჯილდოების საზეიმო ბანკეტზე გეგმავს, მიიწვიოს ყველა იმ სახელმწიფოს დიპლომატები, რომლებიც აკრედიტებული არიან შვედეთში, ანუ რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატებიც.

შარშან ნობელის კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის საელჩოთა წარმომადგენლები არ მიიწვია საზეიმო ღონისძიებაზე.

უკრაინა კრიტიკულად გამოეხმაურა ნობელის კომიტეტის წლევანდელ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება კრემლს დაუსჯელობის გრძნობას გაუძლიერებს და ახალი ბოროტმოქმედებებისკენ უბიძგებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S