01-09-2023 18:09:06 თავდაცვა
საქართველოში აშშ–ის საელჩო მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება „მტკიცე სულის" (Agile Spirit 2023) დასრულების ფაქტს ეხმიანება.
"მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული" საქართველოში 2011 წლიდან იმართება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვრთნაა, რომელიც ხელს უწყობს ნატო-ს ქვეყნებთან საოპერაციო თავსებადობის გაზრდას.წელს 21 ქვეყნის 3 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო „მტკიცე სულის" წვრთნაში.
დიდი მადლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს მასპინძლობისთვის! ვამაყობთ, რომ ამ წვრთნების წარმატება ეფუძნება შეერთებული შტატებისა და საქართველოს მრავალწლიან მჭიდრო სამხედრო პარტნიორობას", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.