Accentnews.ge
პუტინი და ერდოღანი სოჭში გამართავენ მოლაპარაკებებს

პუტინი და ერდოღანი სოჭში გამართავენ მოლაპარაკებებს

01/09/2023 13:13:41 მსოფლიო

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები – ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 4 სექტემბერს სოჭში გამართავენ მოლაპარაკებებს, – იუწყება კრემლის პრესსამსახური.

მანამდე თურქეთის მმართველი პარტია იტყობინებოდა სოჭში მომავალ შეხვედრაზე შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შესაძლო განახლების ან ამ შეთანხმების ალტერნატივის განხილვის თაობაზე.

ეს ორი ლიდერის პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ივლისის შუა რიცხვებში დასრულდა მარცვლეულის შეთანხმება. ამასთან, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან. მათი ბოლო სატელეფონო საუბარი 2 აგვისტოს შედგა, – წერს რუსული სახელმწიფო მედიარესურსი "ტასი".

მარცვლეულის შეთანხმება 2022 წლის ივლისში გაფორმდა. ოთხმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით. შეთანხმება ითვალისწინებდა პირობებს შავი ზღვის გავლით რუსეთისა და უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერხებლად ექსპორტისთვის შუამავლების გარანტიით.

2023 წლის 17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. 18 ივლისიდან რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ოდესის რეგიონის რეგულარული დაბომბვა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება. ივლისის ბოლოს The Wall Street Journal-ის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ პუტინი უგულებელყოფს ერდოღანის თხოვნას მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებების შესახებ. გამოცემის თანამოსაუბრეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის მიზეზად დაასახელეს თურქეთის მიერ პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში ექსტრადიციით პუტინის უკმაყოფილება. მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველები 2022 წლის გაზაფხულზე დანებდნენ და გაცვლის შედეგად ისინი სტამბოლში გადაიყვანეს. გაცვლის პირობების თანახმად, ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S