Accentnews.ge
მერია – ლაღიძის ქუჩაზე ისტორიული კედლის დანგრევაზე: შეთანხმებული პროექტი დაირღვა, დაწყებულია მოკვლევა

მერია – ლაღიძის ქუჩაზე ისტორიული კედლის დანგრევაზე: შეთანხმებული პროექტი დაირღვა, დაწყებულია მოკვლევა

01/09/2023 10:56:35 საზოგადოება

თბილისის მერია ლაღიძის ქუჩაზე ისტორიული კედლის დანგრევას ეხმიანება და აცხადებს, რომ პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა.

"მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი.

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, დამკვეთმა მომართა არქიტექტურის სამსახურს ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა.

მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით", – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის ბეჟან წაქაძის შვილის კომპანიამ ისტორიული კედელი დაანგრია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S