Accentnews.ge
იაპონური მედია: რუსეთმა С-300–ები კურილის კუნძულებიდან სავარაუდოდ, უკრაინის საზღვართან გადაიტანა

იაპონური მედია: რუსეთმა С-300–ები კურილის კუნძულებიდან სავარაუდოდ, უკრაინის საზღვართან გადაიტანა

01/09/2023 10:31:41 მსოფლიო

რუსეთმა საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო С-300–ის ტიპის კომპლექსები კურილის კუნძულებიდან სავარაუდოდ, უკრაინის საზღვართან გადაიტანა, – იუწყება იაპონური გამოცემა Mainichi Shimbun Maxar Technologies-ის მიერ იტურუპისა და კუნაშირის კუნძულებზე გადაღებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით.

ტოკიოს უნივერსიტეტის ლექტორ იუ კოიზუმის ცნობით, 2022 წლის სექტემბრამდე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სატრანსპორტო გამშვები მოწყობილობები რაკეტებით, რადარებით და სხვა აღჭურვილობით, ახლა კი ისინი იქ აღარ იმყოფებიან.

მეცნიერი ვარაუდობს, რომ სარაკეტო კომპლექსები უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად რუსეთის საზღვრებთან გადაიტანეს.

რუსეთის ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად ავრცელებს ცნობებს რუსეთის ქალაქებზე დრონებით განხორციელებული იერიშების შესახებ, რაშიც უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S