Accentnews.ge
საქსტატი: საქართველოში ონლაინ-ვაჭრობა სტაბილურად იზრდება

საქსტატი: საქართველოში ონლაინ-ვაჭრობა სტაბილურად იზრდება

01/09/2023 09:55:02 ეკონომიკა

საქართველოში ონლაინ-ვაჭრობა სტაბილურ ზრდას აჩვენებს. საქსტატის კვლვის შედეგების თანახმად, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 30% ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. ბოლო 1 წელში, ონლაინ-ვაჭრობა წილი 6.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ონლაინ - ვაჭრობაში ჩართული ინტერნეტის მომხმარებელთა წილი:

  • 2023 წელი - 30%
  • 2022 წელი - 23.8%
  • 2021 წელი - 21.2%

საქალაქო დასახლებებში 15 წლის და მეტი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელთა 35.1 პროცენტმა შეიძინა ინტერნეტით საქონელი ან მომსახურება, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 20.7 პროცენტმა.

ამასთან, ინტერნეტ-ვაჭრობა უფრო ქალებს იზიდავს. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 32.8 პროცენტს, კაცებისათვის კი 26.7 პროცენტს შეადგენს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 40.9 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 30.9 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 13.0 პროცენტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S