Accentnews.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ახმეტა-ბაწარას ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ახმეტა-ბაწარას ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

01/09/2023 06:36:06 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა - ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის (დუისი-ჯიბახევის) 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

დუისი-ჯიბახევის მონაკვეთი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, დუისიდან ბაწარასეროვნულ ნაკრძალამდე. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ძირითადად, დასახლებულ პუნქტებზე გადის.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ ეტაპზე, 2.3 კმ-იან მონაკვეთზე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S