Accentnews.ge
მალიარი: რუსეთი საკუთარი ჯარისკაცებისთვის საკვების მიწოდებას ზღუდავს

მალიარი: რუსეთი საკუთარი ჯარისკაცებისთვის საკვების მიწოდებას ზღუდავს

31/08/2023 20:19:30 მსოფლიო

რუსეთს აქვს ლოგისტიკური პრობლემები და დააწესა შეზღუდვები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სამხედროებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებაზე, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა.

მისი მონაცემებით, სვატოვოს მიმართულებაზე განლაგებულმა რუსმა სამხედროებმა მიიღეს ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „2023 წლის სექტემბრიდან ამ რაიონში განლაგებული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საკვებით უზრუნველყოფა შეწყდება“.

„აღსანიშნავია, რომ პირადი შემადგენლობის დასასჯელად სურსათის მიწოდების შეზღუდვის გამოყენება გახდა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინასთან ომს) ერთ-ერთი მახასიათებელი", - თქვა მალიარმა.

ასევე ცნობილია, რომ 2023 წლის აგვისტოში, ზაპოროჟიეს ოლქის პოკროვსკიდან არც თუ ისე შორს, ოკუპანტები „მოათავსეს ღრმა ორმოში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო“, 50-ზე მეტი რუსი სამხედრო ჰყავდათ დაკავებული. რუსი სამხედროები დღეში ერთხელ იკვებებოდნენ მცირე ულუფებით, – ამბობს მალარი.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის არმიაც მსგავს მეთოდებს იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასასჯელად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S