Accentnews.ge
კულება – კონტრშეტევის კრიტიკოსებს: უკრაინელ ჯარისკაცს სახეში აფურთხებთ, ხმა გაიკმინდეთ

კულება – კონტრშეტევის კრიტიკოსებს: უკრაინელ ჯარისკაცს სახეში აფურთხებთ, ხმა გაიკმინდეთ

31/08/2023 19:01:46 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხუთშაბათს მწვავედ გააკრიტიკა კომენტატორები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევის "ნელ ტემპზე" საუბრობენ.

განცხადება უკრაინელმა დიპლომატმა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა.

„კონტრშეტევის ნელი ტემპის კრიტიკა იგივეა, რაც სახეში შეფურთება უკრაინელი ჯარისკაცისთვის, რომელიც ყოველდღიურად სწირავს სიცოცხლეს, წინ მიიწევს და ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებს უკრაინულ მიწას“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, "ყველა კრიტიკოსს ვურჩევდი, ხმა გაიკმინდოს! მობრძანდით უკრაინაში და შეეცადეთ, თავად გაათავისუფლოთ ერთი კვადრატული სანტიმეტრი".

ტოლედოში გამართულ მინისტრთა შეხვედრაზე კულებამ თქვა, რომ საარტილერიო ჭურვები, ჯავშანტექნიკა რჩება უკრაინის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებად.

მან ასევე მოუწოდა პარტნიორებს, იფიქრონ იმაზე, რომ დაიცვან სავაჭრო გემები, რომლებიც გადიან ალტერნატიულ „მარცვლეულის დერეფანში“, სანამ ისინი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში არიან - კერძოდ, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S