Accentnews.ge
შვედეთში დაკავებულ რუსს ჯაშუშობას და სანქციებისთვის გვერდის ავლის დაორგანიზებას ედავებიან

შვედეთში დაკავებულ რუსს ჯაშუშობას და სანქციებისთვის გვერდის ავლის დაორგანიზებას ედავებიან

31/08/2023 18:35:09 მსოფლიო

შვედეთში ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთისა და რუსეთის მოქალაქე, 60 წლის სერგეი სკვორცოვი დააკავეს. ამასთან, გამოძიება თვლის, რომ ის რუსეთში სანქცირებული საქონლის მიწოდებას აორგანიზებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 60 წლის კაცი, რომელიც შვედეთში ცხოვრობს, რუსეთს ფინური ელექტროკომპანიის მეშვეობით აწვდიდა სანქცირებულ აღჭურვილობას. გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ შეერთებული შტატები ფინეთს მიიჩნევს მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად რუსეთში აკრძალული ტექნოლოგიების მიწოდებისთვის.

როგორც იუწყებიან, შვედეთში სკვორცოვს ბრალი წაუყენეს 2013-2022 წლებში ორი ქვეყნის წინააღმდეგ უხეში უკანონო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის: პროკურორები თვლიან, რომ სკვორცოვი მოქმედებდა რუსეთის სახელით, რათა შეეგროვებინა ინფორმაცია, რომელიც უარყოფითად იმოქმედებდა შეერთებული შტატებისა და შვედეთის უსაფრთხოებაზე. მათივე თქმით, სკვორცოვმა მოსკოვის სახელით ასევე იყიდა პროდუქცია, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო და სამხედროები ვერ შეიძენენ ღია ბაზარზე ექსპორტის აკრძალვისა და სანქციების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S