Accentnews.ge
რუსი მღვდელი ომის გაკრიტიკებისთვის დააპატიმრეს

რუსი მღვდელი ომის გაკრიტიკებისთვის დააპატიმრეს

31/08/2023 17:01:28 მსოფლიო

რუს მღვდელს იოან კურმოიაროვს, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ დაწყებულ ომს ქრისტიანული მორალის პერსპექტივიდან აკრიტიკებდა, სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ოფიციალური ბრალდება, რუსეთის არმიის შესახებ შესახებ "ფეიკის" გავრცელებაა.

ომის დაწყების შემდეგ, კურმოიაროვმა იუთუბზე არხი - "ვირტუალური მართლმადიდებლური სამრევლო" შექმნა, სადაც თავის მოსაზრებებს ავრცელებდა.

"ვინ წავა სამოთხეში და ვინ ჯოჯოხეთში"- სწორად ეს ვიდეო გახდა მისი დაკავების მიზეზი, რომელიც სასულიერო პირმა, საკუთარ არხზე გაავრცელა, სადაც მიმდინარე ომზე ისაუბრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S