Accentnews.ge
ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების შეძენას გეგმავს

ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების შეძენას გეგმავს

31/08/2023 16:40:57 მსოფლიო

ყაზახეთი შავი ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 2 ტანკერის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის ვიცე-მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა Bloomberg-ს განუცხადა.

მისი თქმით, „ყაზმუნაიგაზმა“ უკვე შეიძინა 2 ტანკერი კასპიის ზღვის გავლით ნავთობის გადასატანად, რომლებიც ოპერირებას შემოდგომიდან დაიწყებენ და კიდევ ორის შეძენას შავ ზღვაზე სამოძრაოდ გეგმავს. შეძენილი თითო ტანკერის მაქსიმალურ ტვრირთამწეობა 8000 ტონაა. ღირებულება – 15 მლნ დოლარი.

ერლან აკენჟენოვი ამბობს, რომ ოფიციალური ასტანა ნავთობის ექსპორტირების ალტერნატიულ გზებს ეძებს, თუმცა ამ ეტაპზე, მილსადენით ნოვოროსიისკის პორტში ნავთობის გადატვირთვა კვლავ ყველაზე მომგებიან მიმართულებად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახური ნავთობის გადაზიდვა უკვე ხორციელდება საქართველოს გავლით, მათ შორის, ბათუმის პორტიდან. ასევე ნაწილის ტრანსპორტირება ხდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით.

ერლან აკენჟენოვის თქმით, წელს ყაზახეთმა კასპიის ზღვისა და ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენის გავლით 300 ათასი ტონა ნავთობი უკვე გაიტანა ექსპორტზე. მთლიანობაში წელს ამ მარშრუტის გამოყენებით 1.5 მლნ ტონის გატანაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S