Accentnews.ge
სტოლტენბერგი – კონტრშეტევაზე: უკრაინელებმა უკვე გადააჭარბეს მოლოდინს, მათ უნდა ვენდოთ

სტოლტენბერგი – კონტრშეტევაზე: უკრაინელებმა უკვე გადააჭარბეს მოლოდინს, მათ უნდა ვენდოთ

31/08/2023 14:31:14 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა არ იჩქაროს დასკვნების გამოტანა უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციის შესახებ 2023 წლის ზაფხულში და შეახსენა, რომ უკრაინამ არაერთხელ გადააჭარბა მოლოდინს.

"უკრაინელები თანდათან წინ მიიწევენ - უდევნიან რუსებს, გადიან ძლიერ გამაგრებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ნაღმების ველებზე და ახლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ეს რთული ბრძოლებია, უკრაინელებისთვის არ არსებობს მარტივი გზა გამარჯვებისთვის, მაგრამ ისინი წინ მიიწევენ“, - განაცხადა CNN–თან ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, მოკავშირეებს შორის მუდმივი დიალოგია, ცხადია უკრაინასთანაც. კიევს უწევენ უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო დახმარებას, ეხმარებიან წვრთნებით, კონსულტაციებით, მაგრამ საბოლოოდ უკრაინის საველე მეთაურებს უწევრთ რთული გადაწყვეტილებების მიღება: "ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ გადააჭარბეს უკრაინელებმა მოლოდინს ისევ და ისევ“.

სტოლტენბერგმა შეახსენა საზოგადოებას, რომ სრულმასშტაბიან შეჭრამდე დასავლელი ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ უკრაინა რამდენიმე დღე ან კვირა გაუძლებდა შეტევას, მაგრამ მან წინააღმდეგობა გაწია და მას შემდეგ განდევნა კიდევ რუსული ჯარები კიევის მისადგომებიდან, ჩერნიგოვიდან, ხარკოვიდან და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან.

"ახლა ისევ კვლავ წინ მიიწევენ. ჩვენ მათ უნდა ვენდოთ. ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს, ვუჭერთ მხარს, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ", - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S