Accentnews.ge
ტრამპი - მაკრონს: "ნატო საფრანგეთზე მეტად არავის სჭირდება"

ტრამპი - მაკრონს: "ნატო საფრანგეთზე მეტად არავის სჭირდება"

03/12/2019 10:18:18 სხვა, მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება უპატივცემულობად შეაფასა მისმა ამერიკელმა კოლეგა დონალდ დრამპმა. 

"საფრანგეთზე მეტად ნატო არავის სჭირდება", – განაცხადა ტრამპმა ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ალიანსის გენმდივანთან გამართულ შეხვედრაზე. 

„მაკრონის განცხადება არის ხისტი, ეს არ არის სასიამოვნო განცხადება 28 მოკავშირისთვის. საფრანგეთში ეკონომიკური მდგომაროება სახარბიელო არ არის. ამიტომ, ასეთი განცხადების მოსმენა საფრანგეთისგან, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა და არსებობს უამრავი პრობლემა. შეხედეთ „ყვითელჟილეტიანებს“. ასეთ მდგომაროებაში მყოფი ქვეყნის ლიდერისგან ასეთი განცხადების მოსმენა უპატივცემულობაა. არავის სჭირდება ნატო, საფრანგეთზე მეტად. ყველზე ნაკლებ სარგებელს კი, აშშ იღებს. აშშ იცავს ევროპას. სწორედ ამიტომ საფრანგეთისგან ასეთი განცხადების მოსმენა, თავად საფრანგეთისთვის არის სახიფათო. მაკრონის განცხადება არის უპატივცემულობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ნატო-ს ტვინი კვდომას განიცდის და ევროკავშირს საკუთარი სამხედრო ძალები უნდა ჰყავდეს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S