Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინამ წარმატებით გამოიყენა საკუთარი წარმოების შორი მანძილის იარაღი

ზელენსკი: უკრაინამ წარმატებით გამოიყენა საკუთარი წარმოების შორი მანძილის იარაღი

31/08/2023 11:21:33 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული შორი მანძილზე მოქმედების იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, სამიზნე 700 კ.მ. დისტანციაზე განადგურდა.

„მოვისმინე მთავარსარდლის მოხსენება ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენი წინსვლა არ ჩერდება. თავდაცვის სამინისტრო - იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებაზე. კერძოდ, ჯავშანტექნიკის დიდი პარტია „მედევაკების“ მოპოვება ახლა ძალიან აუცილებელია. სტრატეგიისა და მრეწველობის სამინისტრო საკუთარ წარმოებაზე საუბრობს. ჩვენი შორი დისტანციის იარაღის წარმატებით გამოყენება: სამიზნეს მოხვდა 700 კილომეტრის დაშორებით“, - წერს ის თავის ტელეგრამ–არხზე.

ზელენსკის სამიზნე არ დაუკონკრეტებია.

30 აგვისტოს ღამით დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა რუსეთის ფსკოვის აეროპორტზე, რომელიც მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში.

30 აგვისტოს ღამეს რუსეთმა განიცადა უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმების სერიის შესახებ საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე. ამ თავდასხმას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ. აფეთქებები დაფიქსირდა მოსკოვში, ბრაიანსკსა და რიაზანში. ფსკოვზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი დაზიანდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S