Accentnews.ge
2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში ევროკავშირი უკრაინას  შეიარაღებისა და წვრთნისთვის ყოველწლიურად ხუთ მილიარდ ევროს გამოუყოფს

2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში ევროკავშირი უკრაინას შეიარაღებისა და წვრთნისთვის ყოველწლიურად ხუთ მილიარდ ევროს გამოუყოფს

31/08/2023 11:11:35 მსოფლიო

2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში ევროკავშირი უკრაინას ყოველწლიურად ხუთ მილიარდ ევროს გამოუყოფს, – იუწყება გერმანული მედია.

მისი ცნობით, ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ფონდს შექმნის, საიდანაც კიევს ყოველწლიურად 5 მილიარდი ევრო გადაეცემა შეიარაღებისა და სასწავლო პროგრამებისთვის.

სადღეისოდ უკრაინამ 5,6 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მიიღო იმ მექანიზმის დახმარებით, რომელიც არ შედის ევროკავშირის ბიუჯეტში. ის უნაზღაურებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების ხარჯებს. ევროკავშირის კანონმდებლობა მესამე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას კრძალავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S