Accentnews.ge
უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების კორპუსმა კურსკის აეროდრომზე წარმატებული თავდასხმის შესახებ განაცხადა

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების კორპუსმა კურსკის აეროდრომზე წარმატებული თავდასხმის შესახებ განაცხადა

31/08/2023 11:10:25 მსოფლიო

უკრაინის მხარეს მებრძოლმა "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" აიღო პასუხისმგებლობა კურსკის რეგიონში სამხედრო აეროდრომზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

საკუთარ განცხადებაში კორპუსის მებრძოლები თავდასხმას "ყველაზე წარმატებულ შეტევას" უწოდებენ, რომელიც განხორციელდა უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვასთან ერთად.

„შეუფერხებლად გავიარეთ საზღვარი, 27 აგვისტოს ღამით დრონებით დავარტყით სამხედრო ობიექტს“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

"რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" წერს, რომ შენობა კურსკში, რომელსაც რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, დრონი შეეჯახა, რეალურად რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დააზიანა, „რომელიც დრონების მოგერიებას ცდილობდა". რამდენი დრონი დაზიანდა აეროდრომზე თავდასხმის შედეგად, კორპუსი არ აზუსტებს.

27 აგვისტოს მედია წერდა დრონებით თავდასხმის შესახებ კურსკის რეგიონში, აეროდრომზე. იუწყებოდნენ, რომ "დაამუშავეს" ოთხი სუ-30 და ერთი მიგ-29. ასევე განადგურდა S-300 კომპლექსის რადარები და ორი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S