Accentnews.ge
უკრაინულმა არმიამ „სუროვიკინის ხაზი“ გაარღვია

უკრაინულმა არმიამ „სუროვიკინის ხაზი“ გაარღვია

31/08/2023 10:56:08 მსოფლიო

თავდაცვის უდიდესი ქსელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც რუსეთის არმიამ ააგო უკრაინის შეტევის მოლოდინში, შესაძლოა დაეცა ფრონტის კრიტიკულ სექტორში – ზაპოროჟიეს რეგიონში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ ვერბოვოიეს მახლობლად გაარღვია ე.წ. "სუროვიკინის ხაზი", – წერს Bild–ის სამხედრო კორესპონდენტი ჯულიან რეპკე გეოლოკაციებით დადასტურებულ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით.

გენერლის (ხელმძღვანელობდა დაჯგუფებას უკრაინაში დეკემბრამდე, ხოლო "ვაგნერის" ჯანყის შემდეგ ჩამოართვეს ყველა პოსტი) სახელით ცნობილი რუსული თავდაცვის ხაზი შედგებოდა "დრაკონის კბილების" სამი უწყვეტი რიგისგან - ბეტონის პირამიდებისგან, რომლებსაც ტანკების მოძრაობა უნდა შეეჩერებინა.

მაგრამ "კბილებმა" მხოლოდ ერთი დღით შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეკავება მთავარი დარტყმის გზაზე, – წერს რეპკე.

ოთხშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა წარმატება მიმართულებებზე: ნოვოდანილოვკა - ნოვოპროკოპოვკა ​​და მალაია ტოკმაჩკა - ვერბოვოიე და განაცხადა, რომ ჯარები მიღწეულ ხაზებზე ფიქსირდებიან.

ზაპოროჟიეს რაიონში რუსული თავდაცვითი ხაზის გარღვევისა და მელიტოპოლისკენ წინსვლის მიზნით, ყირიმზე სახმელეთო დერეფნის გადასაჭრელად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ გადაისროლა უკრაინის შეიარაღებული ძალების 82-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა – 2000 კაციანი, აღჭურვილი ბრიტანული Challenger–ის ტანკებით, ასევე Marder და Stryker–ის ქვეითი საბრძოლო მანქანებით, – წერს Forbes.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხა უროჟაინოეს დაბრუნება, რომელიც იყო რუსი სამხედროების ერთ-ერთი გამაგრებული ტერიტორია. რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზი ზაპოროჟიეში შეიძლება შესამჩნევად სუსტი იყოს, ვიდრე პირველი, – წერენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S