ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შეპსი გახდა
31/08/2023 09:20:16 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი გახდა.
„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა“, - წერს შეპსი სოციალურ ქსელში.
გრანტ შეპსი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, მას მას სხვადასხვა დროს ბიზნესის მინისტრის, ტრანსპორტის მინისტრის, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობები ეკავა.
რაც შეეხება მის პოზიციას უკრაინის მიმართ, მისი თქმით, იგი უკრაინას მტკიცედ უჭერს მხარს.
იგი გასულ კვირას ენერგეტიკის მინისტრის რანგში კიევში იმყოფებოდა და მას ძლიერი პირადი კავშირები აქვს უკრაინასთან. ომის დაწყებისას მისმა ოჯახმა ლტოლვილთა ოჯახს უმასპინძლა თავის სახლში ჰერტფორდშირში.
მან კიევში ვიზიტის დროს ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "დემოკრატიულ მეზობელზე აგრესიული თავდასხმისთვის" დაგმო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.


