Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესი: 2022 წელს რუსეთმა ტონობით უკრაინული მარცვლეული მიითვისა, რომელიც თურქეთის სანაპიროს გავლით, მათ შორის საქართველოსა და ისრაელის პორტებში გადაჰქონდათ

აშშ-ის კონგრესი: 2022 წელს რუსეთმა ტონობით უკრაინული მარცვლეული მიითვისა, რომელიც თურქეთის სანაპიროს გავლით, მათ შორის საქართველოსა და ისრაელის პორტებში გადაჰქონდათ

31/08/2023 09:04:37 მსოფლიო

აშშ-ს კონგრესის მოხსენების თანახმად, რომელიც ამერიკის დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, რუსეთმა 2022 წელს ტონობით უკრაინული მარცვლეული მიითვისა, – იუწყება CNN.

მისი ცნობით, მოხსენებაში სატელიტურ ფოტოებსა და ღია წყაროებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ "2022 წელს რუსეთმა უკრაინაში მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაახლოებით 6 მილიონი ტონა უკრაინული ხორბალი მოიპარა".

"სატვირთო გემებს, რომლებიც მითვისებული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, მარცვლეული თურქეთის სანაპიროს გავლით, სირიის, ისრაელის, ირანის, საქართველოს და ლიბანის პორტებში გადაჰქონდათ", – ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გლობალური საკვების მიწოდებაში უდიდესი პრობლემები შექმნა, გაზარდა ფასები და გაზარდა სასურსათო დაუცველობის რისკი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ღარიბ ქვეყნებში.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის უარი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებაზე შექმნილ მძიმე ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს.

ცნობისთვის: "მარცვლეულის შეთანხმება", რომლითაც სურსათის ექსპორტი რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან ხდებოდა, 2022 წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს დახმარებით დაიდო. ხელშეკრულება რამდენჯერმე გახანგრძლივდა. მიმდინარე წლის 17 ივლისს რუსეთი ამ შეთანხმებიდან გავიდა. მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტთან დაკავშირებული ზოგიერთი შეთანხმება არ შესრულდა.

"მარცვლეულის შეთანხმებამ" ოდესის პორტებიდან მსოფლიო ბაზარზე 33 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტის გატანა უზრუნველყო. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ მოუწოდეს რუსეთს, ამ შეთანხმებაში მონაწილეობა განაახლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S