მედია: რუსეთმა ბოლო რეზერვები გადაისროლა ფრონტზე ზაპოროჟიეში თავდაცვითი ხაზის გარღვევის შემდეგ
31/08/2023 08:36:17 მსოფლიო
რუსეთის გენშტაბი ფრონტზე ისვრის ბოლო ხელმისაწვდომ სარეზერვო დანაყოფებს, რათა შეაჩეროს უკრაინული არმიის შეტევა ზაპოროჟიეს რეგიონში, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი საფორტიფიკაციო და დანაღმული ველებიდან.
Forbes-ის თანახმად, გვარდიის 76-ე საჰაერო თავდასხმის დივიზია (საჰაერო სადესანტო ძალების აქტიური ქვედანაყოფებიდან უძველესი) გადანაწილდა ზაპოროჟიეს ფრონტზე აღმოსავლეთ უკრაინიდან, სადაც მონაწილეობდა კრემენოის მიდამოში ბრძოლებში.
76-ე დივიზია არის „ერთ-ერთი საუკეთესო“, რაც რუსულ არმიას აქვთ და შედარებით „ახალი“, – ამბობს რობ ლი, ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი. რუსეთის სამხედრო დოქტრინის თანახმად, ის მიეკუთვნება „სტრატეგიული რეზერვების“ კატეგორიას, რაც ფრონტზე სიტუაციის სერიოზულობაზე მიუთითებს, – წერს Forbes.
რუს გენერლებს არჩევანი არ ჰქონდათ: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავა უროჟაინოე, რასაც მოჰყვა რაბოტინო, ორი სოფელი ზაპოროჟიეს რეგიონში მთავარი მიზნისკენ - მელიტოპოლისკენ, რომელზე კონტროლის დაწესებაც უკრაინელებს საშუალებას მისცემთ, ყირიმამდე "სახმელეთო ხიდის" გადაჭრას.
რუსეთის არმიაში რეზერვების ამოწურვის ნიშნები აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდა, წერენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები. ამას, ISW-ის ცნობით, მოწმობს ის ფაქტი, რომ გენერლებს ნაცვლად "ზურგიდან" სარეზერვო ნაწილების გადასროლისა, ფრონტის ხაზიდან უწყევთ ძალების გადაყვანა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინულმა შეტევამ გამოიწვია რუსული თავდაცვის "მნიშვნელოვანი დეგრადაცია" და ძალების გამოფიტვა "ფრონტის კრიტიკულ სექტორში", - წერენ ISW–ის ექსპერტები.
თუმცა, უკრაინის არმიამ ასევე გამოიყენა ბოლო ხელმისაწვდომი რეზერვები, წერს – Forbes. ზაპოროჟიეში თავდაცვითი გარღვევის მიზნით, ბრძოლაში ჩართეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 82-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა, რომლის შემადგენლობაშიც ორი ათასი ბრიტანული "ჩელენჯერის" ტანკებით, ასევე Marder–ის და Stryker–ის ქვეითი საბრძოლო მანქანებით აღჭურვილი ადამიანია.


