ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
31/08/2023 08:06:48 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ის თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა,– იტყობინება SkyNews.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკვე მიიღო ბენ უოლასის გადადგომის შესახებ განცხადება და ახალ მინისტრს ის სავარაუდოდ დღეს დანიშნავს.
პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში უოლესი ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში ბრიტანეთის არმია ძლიერდებოდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სუნაკს მეგობრობისთვის და დაარწმუნა, რომ გააგრძელებს მთავრობის მეთაურის მხარდაჭერას.
თავის მხრივ, რიში სუნაკმა თქვა, რომ უოლესი "ბრიტანეთს წარმატებულად ემსახურება", შეაქო ყოფილი მინისტრი ერთგულებისთვის, ოსტატობისა და სტრატეგიული ხედვისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბენ უოლესი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. ის ეწვია კიევს და თავის განცხადებებში არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთმა ომი უნდა წააგოს.
როგორც ბრიტანული მედია აღნიშნავს, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატები არიან ჯონ გლენი - სამეფო ხაზინის მთავარი მდივანი და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ჯეიმს ჰიპი.


