Accentnews.ge
კრამატორსკში ორმა უკრაინულმა მი–8–მ კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

კრამატორსკში ორმა უკრაინულმა მი–8–მ კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

31/08/2023 07:59:05 მსოფლიო

დონეცკის რეგიონში საბრძოლო დავალების შესრულებისას ორი უკრაინული ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა. წინასწარ ცნობილია ექვსი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს,– იუწყება უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ილია ევლაშზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ტრაგედია კრამატორსკის რაიონში მოხდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მომხარის დროს რუსული გამანადგურებელი სუ-35 აფრინდა და უკრაინული შვეულმფრენები დაეშვნენ.

"მოხდა ავიაკატასტროფა, რომელშიც ორი მი-8 მონაწილეობდა. ისინი საბრძოლო მისიას ასრულებდნენ. როდესაც ისინი ასრულებდნენ მისიას ჰაერში, იყო მტრის სუ-35 გამანადგურებელი", - თქვა ევლაშმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღუპულთა შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

მან დასძინა, რომ გამომძიებლები ამჟამად ადგენენ დეტალებს და გარემოებებს, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S