Accentnews.ge
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკრაინული დრონების აღმოჩენა და განადგურება უჭირს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკრაინული დრონების აღმოჩენა და განადგურება უჭირს

31/08/2023 07:58:13 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენა და განადგურება უჭირს.

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რუსეთი, სავარაუდოდ, გადახედავს თავის საჰაერო თავდაცვის პოზიციას უკრაინასა და მოსკოვს შორის ტერიტორიაზე, რათა უკეთ გაუმკლავდეს ამ თავდასხმებს".

"რუსეთს სავარაუდოდ, მოუწევს, განიხილოს საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატება აეროდრომებზე, რომლებიც, მისი აზრით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან“, აღნიშნავენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ქვეყნის 6 რეგიონში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, გუშინდელი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ომის დაწყების შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S